სიახლეები
RAID(Redundant Array of Inexpensive (or Independent) Disks) -ეს არის მყარი დისკების წარმოდგენის ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება ინფორმაციის შენახვის საიმედოობისათვის, რომ არ მოხდეს მისი დაკარგვა. ძირითადად გამოიყენება სერვერებში ამ დროს დისკების ერთობლიობა ერთიანდება მასივში როგორც ერთი ლოგიკური დისკი და მთავარ მიზანს წარმოადგენს ინფორმაციის რეზერვირება. ინფორმაციის ჩაწერა ხდება დისკების სხვადასხვა დონეებზე. ამდაგვარად მყარი დისკის დაყოფას ქვია RAID. არსებობს დისკის გაერთიანების სხვადასხვა დონეები, რაც დამოკიდებულია დისკების მოცულობაზე. შესაბამისად არსებობს დაყოფის შემდეგი მეთოდები:
RAID0
RAID1
RAID5
RAID6
RAID10
მთავარი პრონციპი რაც ამ მეთოდს უდევს საფუძვლად არის ინფორმაციის არეკვლა/დუბლირება(Mirroring) რაც იმას ნიშნავს რომ ერთიდაიგივე ინფორმაცია ერთდროულად ჩაწერება დისკის სხვადასხვა სექტორზე. აქვე უნდა აღინიშნოს რომ RAID0-ის შემთხვევაში არ ხდება ინფორმაციის დუბლირება. ინფორმაცია ქუცმაცდება და იწერება სხვადასხვა დისკებზე. RAID0-ის დროს არ გვაქვს აგრეთვე არ გვაქვს ე.წ. საკონტროლო მონაცემები(Parity), რაც ნიშნავს იმას, რომ არ ხდება ინფორმაციის აღდგენა მისი დაზიანების შემთხვევაში. RAID0 გამოიყენება ინფორმაციასთან სწრაფად წვდომისათვის და შესაძლებელია მიდი კომბინაცია სხვა დაყოფის მეთოდთან.
დაყოფა შესძლებელია როგორც აპარატურულად ისე პროგრამულად. მაგრამ ძირითადად პროგრამულად დიდი დატვირთვის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია გამოყენებული იქნას აპარატურული მეთოდი
ყველა უფლება დაცულია G2G Group ის მიერ / წარმოადგენს შპს "ჯი თუ ჯი გრუპ იმპორტ ჯორჯია" -ს საკუთრებას