კალათა (0)

საგარანტიო მომსაურება, წესები და პირობები

 

საგარანტიო პირობები:

საგარანტიო მომსახურება გულისხმობს ნივთის უფასოდ შეცვლას ან შეკეთებას საგარანტიო პერიოდში. საგარანტიო მომსახურება ხორციელდება ავტორიზებულ სერვის ცენტრებში, საგარანტიო ტალონში მითითებულ მისამართებზე. 

 

გარანტია ვრცელდება ტექნიკის იმ დაზიანებაზე, რომელიც განპირობებულია ტექნიკური წუნით (არა პროგრამული). სერვის ცენტრში საგარანტიო მომსახურების მისაღებად უნდა წარადგინოთ საგარანტიო ტალონი, გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად და მწარმოებლის საგარანტიო ტალონი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 

 

საგარანტიო ტალონში აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული ნივთის დასახელება, სერიული ნომერი (იმეი კოდი არსებობის შემთხვევაში), მყიდველის სახელი,გვარი, პირადი ნომერი, შეძენის თარიღი, გამყიდველი კომპანიის ბეჭედი, პასუხისმგებელი თანამშრომლის და მყიდველის ხელმოწერები. წინააღმდეგ შემთხვევაში პროდუქტს საგარანტიო მომსახურება არ შეეხება.

ტრანსპორტირება სერვის ცენტრამდე და პირიქით ხორციელდება მომხმარებლის ხარჯებით.

 

სერვის ცენტრი ვალდებულია, შეაკეთოს დაზიანებული ტექნიკა საგარანტიო ტალონში მითითებული პირობების შესაბამისად, სერვის-ცენტრში მიღების მომენტიდან 45 სამუშაო დღის განმავლობაში. (არ შედის შაბათ-კვირა და ოფიციალური დასვენების დღეები). იმ შემთხვევაში, თუ ნივთი აღნიშნულ ვადაში ვერ შეკეთდა პროდუქცია ექვემდებარება შეცვლას. ნივთი იცვლება იგივე მოდელით. თუ იგივე მოდელი აღარ არსებობს, იდენტური სპეციფიკაციის სხვა მოდელით. თუ არ მოიძებნება იდენტური სპეციფიკაციის ნივთი შეცვლისთვის შესაძლებელი ნივთის გადაცვლა სხვა მაღალ ფასიანი (ფასთა სხვაობის ანაზღაურებით მომხმარებლის მიერ) ნივთში რომელიც მიეკუთვნება შეძენილი ნივთის კატეგორიას.

იცვლება მხოლოდ დეფექტური ნივთი და არა სრული კომპლექტაცია (აქსესუარები და სახარჯი მასალები).

 

მომხმარებელი ვალდებულია:

  • გაეცნოს ტექნიკის საგარანტიო პირობებს და ექსპლოატაციის პირობებს. ადგილზე შეამოწმოს ტექნიკა და მისი აქსესუარები, როგორც ვიზუალურად, ასევე ფუნქციონალურად და მოლოდ მას შემდეგ ჩაიბაროს ნივთი
  • ნივთის ნაკლის გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ მიმართოს სერვის-ცენტრს და არ გააგრძელოს ნაკლის მქონე ნივთის ექსპლუატაცია
  • თუ მომხმარებელი უარს ამბობს ტექნიკის შეფუთვის გახსნაზე და ტექნიკის ვიზუალურ დათვალიერებაზე, ამ შემთხვევაში კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას ტექნიკის ვიზუალურ მდგომარეობაზე.
  • გამოიყენოს მხოლოდ ორიგინალი აქსესუარები (დამტენი, USB კაბელი და ა.შ)
  • გამოიყენოს ელექტრო გაყვანილობა, რომელიც შეესაბამება საყოველთაო სტანდარტებს

 

გარანტია არ მოქმედებს/უქმდება თუ:

  • გასულია საგარანტიო ვადა;
  • არ არის წარმოდგენილი მწარმოებლის საგარანტიო ტალონი(არსებობის შემთხვევაში);
  • საგარანტიო ტალონში მონაცემები შეცვლილია, წაშლილია  ან გადაკეთებულია;
  • საგარანტიო ტალონში და მოწყობილობის კორპუსზე არ იკითხება ან ამძვრალია სერ/ნომერი, იმეი კოდი;
  • მოწყობილობას აღენიშნება ვიზუალური ან  მექანიკური დაზიანება/დეფექტი;
  • მოწყობილობა გამოიყენებოდა მისი  დანიშნულების შეუსაბამო მიზნ(ებ)ით, არასაყოფაცხოვრებო დანიშნულებისათვის;
  • დაზიანებულია ან ამძვრალია პლომბი ან ლუქი;
  • დარღვეულია მწარმოებლის მიერ მოწყობილობაზე თანდართული შენახვისა და მოხმარების წესი;
  • დაზიანება გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსის ან შეუსაბამო ფაილ(ებ)ის მიერ;
  • დაზიანება გამოწვეულია ელ.ქსელის გაუმართაობით (ძაბვის ცვლილება მეტია ან ნაკლებია 220-230 ვოლტზე), მექანიზმის დანესტიანებით, კოროზიით, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით, ექსპლუატაციის და შენახვის წესების / პირობების დარღვევით, არაკომპეტენტური პირის მიერ ჩატარებული არაკვალიფიკაციური სარემონტო/სამონტაჟო სამუშაოების შედეგად.
  • მომსახურე სერვის ცენტრი პასუხს არ აგებს  კლიენტის მიერ მოწყობილობაში  ჩატვირთული ინფორმაციის შენახვაზე.
  • ნივთის შეცვლა დაშვებულია  მხოლოდ სრული კომპლექტაციით, აუცილებელია ყუთის და აქსესაურების შენახვა.

  • ტექნიკის აქსესუარებზე;

  • სითხის, ორთქლის ან სხვა უცხო სხეულის მოწყობილობაში მოხვედრის შემთხვევაში;

 

მომხმარებელთა საყურადღებოდ:

  • მომხმარებლის მიერ გათვალისწინებულ უნდა იქნას, რომ ნივთის  გადმოცემასთან ერთად მათზე გადადის მისი შემთხვევით დაღუპვის (განადგურების),  გაფუჭების ან დაზიანების რისკი იმ შემთხვევაშიც თუ, მასმომხმარებლისდავალებით გადამზიდავი აგზავნის. ხსენებული რისკები მომხმარებელზე გადავა  ნივთის გადამზიდავისთვის მიწოდების მომენტიდან.
  • მომხმარებელმა უნდა დაიცვას ნივთის მწარმოებლის მიერ შემუშავებული ექსპლუატაციის წესები თანდართული ინსტრუქციის შესაბამისად სხვა შემთხვევაში კომპანიას საგარანტიო ვალდებულებები არ გააჩნია.
  • საგარანტიო პირობები და წესები შედგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ ზღუდავს აღნიშნულიკანონმდებლობითგარანტირებულ მომხმარებლის არცერთ უფლებას.
  • მომხმარებელი ვალდებულია Apple-ის ტექნიკა გააქტიუროს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. 

 

მომხმარებელს უფლება აქვს:

შეძენიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში,  მომხმარებელს (ფიზიკური პირი) უფლება აქვს გამყიდველს    დაუბრუნოს ონლაინ  შეძენელი ტექნიკა  მიზეზის/საფუძვლის მითითების გარეშე

აღნიშნული წესი არ ვრცელდება იურიდიულ პირებზე/მეწარმე სუბიექტებზე

კერძოდ, მეწარმე სუბიექტებს/იურიდიულ პირებს არ აქვთ ნივთის 14 კალენდარულ დღეში დაბრუნების უფლება, კანონმდებლობის შესაბამისად.                        

 

ფიზიკური პირის მიერ შეძენილ საქონელს აქვს კომერციული და კანონისმიერი გარანტია თუ არ არის მითითებული სხვა პირობები.

ასევე მომხარებელმა უნდა დააბრუნოს ყიდვის მომენტში მიმდინარე აქციის ფარგლებში მიღებული აქსესუარები, ელ.ვაუჩერები  ან/და  სხვა ნივთები, რომლებიც უნდა დაბრუნდეს ან შეიცვალოს ორიგინალ/დასაბრუნებელ მოწყობილობასთან ერთად. თუ ვერ მოხდება აღნიშნული ნივთების/ვაუჩერების დაბრუნება, მათი ღირებულება გამოაკლდება მომხმარებლისთვის ასანაზღაურებელ თანხას.

 

მტკიცების ტვირთი: 

თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.

მიუხედავად ზემოთქმულისა გაცნობებთ, რომ მოცემული საგარანტიო პირობები არ ზღუდავს მომხმარებელს, რომ ისარგებლოს მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით  მისთვის მინიჭებული უფლებებით!

 

 

გაფრთხილება

ცეცხლის გაჩენისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ გამორთოთ ტექნიკა დენის წყაროდან, ასევე ნებისმიერ გარე დამაკავშირებელ მოწყობილობასთან, ანტენასთან და  ა.შ, ჭექა-ქუხილისა და ძლიერი წვიმის დროს.

 

მესაკუთრე/შემძენი ვალდებულია, შეკეთების მიზნით ნივთის სერვის ცენტრში წარდგენიდან 15 დღის ვადაში მიაკითხოს და დაიბრუნოს ნივთი თუ შემკეთებლის/გამყიდველის მიერ სხვა ვადა არ იქნება განსაზღვრული. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამყიდველი თავისუფლდება ნივთის შენახვის პასუხისმგებლობისაგან.