დაბრუნების პოლიტიკა
საქართველოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონის შესაბამისად, შპს "ჯი თუ ჯი გრუპ იმპორტ ჯორჯია" -ს პროდუქტის ონლაინ შეძენისას მოქმედებს განსაზღვრული ნივთის უპირობო უკან დაბრუნების შემდეგი პროტოკოლი:
1. პროდუქტის შეძენისას, უპირობო დაბრუნების ვადა განისაზღვრა - 14 კალენდარული დღით საქართველოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონის შესაბამისად
2. დაბრუნების პროცესის წამოსაწყებად, საჭიროა ჩვენს ცხელ ხაზზე +995 595 91 01 18 დაკავშირება ან ჩვენს ოფიციალურ მეილზე info@g2g.ge ელექტრონული შეტყობინების გამოგზავნა, უნდა გვაცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები: შეკვეთის ნომერი, შემკვეთის სახელი და გვარი, შემკვეთის ტელეფონის ნომერი, შეკვეთის მისამართზე მიღების თარიღი; ტრანზაქციის (გადახდის) დამადასტურებელი ინფორმაცია, მიღება-ჩაბარების თარიღი,. გაითვალისწინეთ, რომ თუ მომხამრებელი დაბრუნების განაცხადს აკეთებეს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, ზარი უნდა განხორციელდეს იმავე ნომრიდან, რა ნომერიცაა შეკვეთაში მითითებული, ასევე დაბრუნების შესახებ მოთხოვნა უნდა განახორციელოს იმ პირმა ვის სახელზეცაა შეკვეთა გაფორმებული.
3. ნივთი არ ბრუნდება უპირობო დაბრუნების პირობით იმ შემთხვევაში თუ დაზიანებულია ყუთი (არ გულისხმობს სტანდარტულ პირობებში ყუთის გახსნას, რათა მოხდეს ნივთის დათვალიერება), აკლია ინსტრუქცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ნივთს აღენიშნება გარეგანი მოხმარების კვალი, დაშლილია თვითნებურად, შეცვლილია სხვა პროდუქტით. ასეთი ნივთის დაბრუნების საკითხი შესაძლოა განიხილოს ინდივიდუალური შეთანხმების გზითა და კომპანიის კეთილი ნების საფუძველზე, მსგავსი პროდუქციის დაბრუნების წინაპირობა გახლავთ მომხმარებლის მხრიდან ფასდათმობა (10-50%-ის ფარგლებში) ეს პირობა ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის რესურსებით, შესაძლებელია ნივთის იმ კონდიციამდე მიყვანა, რომ ხელახალი გაყიდვის დროს, პროდუქტი შეესაბამებოდეს ქარხნულ სტანდარტებს. გაითვალისწინეთ, რომ თუ კომპანიას არ აქვს რესურსი, რომ გამოყენებული პროდუქტი მიიყვანოს ქარხნულ მდგომარეობამდე, არ ვრცელდება შემცირებული ფასის წესი
4. არ ბრუნდება გამოყენებული ჰიგიენური ნივთები, ასევე ნივთები რომლებსაც დარღვეული აქვს ჰერმეტული შეფუთვა და ამ დარღვევით ჩნდება პროდუქტის ნაკლოვანებისა და ჯანმრთელობისთვის საშიშროების რისკი. გაითვალისწინეთ უპირობო დაბრუნების პირობა არ ვრცელდება 50 ლარამდე პროდუქციაზე!
5. პირდაპირი გზით არ ბრუნდება გამოყენებული ნივთები, მსგავსი საკითხები განიხილება ინდივიდუალურად და შესაძლოა ამოქმედდეს ამავე ნორმის პუნქტი 3 (ნივთის შემოწმებისთვის მაღაზია იტოვებს 14 სამუშაო კალენდარულ დღის ვადას)
6. უპირობო დაბრუნებასთან დაკავშირებული ტრანსპორტირებისა და სხვა მომსახურების ხარჯები ეკისრება მომხმრებელს (მონტაჟი, დემონტაჟი, აწყობა, დაშლა და სხვა)
7. თუ პროდუქტი შედგება რამოდენიმე ნივთისგან (მაგალითად სააქციო კომპლექტი (სეტი)) ერთი ან რამდენიმე ნივთის დაბრუნება არ აჩენს სხვა ნივთების დაბრუნების ვალდებულებას იმ შემთხვევაში თუ ისინი გამოყენებულია, ამ დროს მოქმედებს პუნქტი 3-ით გათვალისწინებული წინაპირობები
8. გაითვალისწინეთ, რომ უკვე დამუშავების სტადიაში მყოფი შეკვეთის გაუქმება იწვევს საოპერაციო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას. გთხოვთ შეკვეთა განახორციელოთ საღ და ფხიზელ მდგომარეობაში, სატელეფონო ზარით განხორციელებულ შეკვეთას აქვს სტანდარტული ხელშეკეკრულების ძალა. გამოგზავნილი შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში დაგეკისრებათ საკურიერო და საოპერაციო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება (ტრანსპორტირების ხარჯი - 2 გზა, ოპერატორის მომსახურება, სასაწყობო მომსახურება, ბუღალტრული პროცედურები და ა.შ) საშუალოდ კომპესაციის თანხა შეადგენს ნივთის ღირებულების 10%-ს. 300 ლარს ზემოთ ღირებულების პროდუქტების "კურიერთან ანგარიშწორება" მეთოდით შეძენისას, ოპერატორი მოგთხოვთ, რომ ღირებულების 10% გადმოირიცხოს წინასწარ, განსხვავებული მიდგომა შესაძლოა განხილულ იქნას ინდივიდუალურად.